Skip to content Skip to footer

მხატვრები

კომპანიამხატვრებიქართულ სამშენებლო ბაზარზე წლების წინ გამოჩნდამიზნით, შეგვექმნა გარემო, სადაც მშენებლობის ხარისხი და ესთეტიკა ერთმანეთსიდეალურად ერწყმის. ჩვენი სახელიც სწორედ ამ ფილოსოფიიდან დაიბადა: გვჯერა, რომ თითოეული შენობა ქალაქის იერსახეზე დატოვებული კვალია, რომელსაცისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მიუდგე, როგორც ხელოვნების ნიმუშს.

წლების განმავლობაში, ნაბიჯნაბიჯ, ჩვენ შევიძინეთ ის ფასდაუდებელიგამოცდილება, რაც დღეს ჩვენი სტაბილურობის გარანტია. ამ დროის მანძილზეწარმატებით დავასრულეთ და ჩავაბარეთ ექვსი საცხოვრებელი პროექტი.

დღესმხატვრებიუკვე შემდგარი გუნდია საკუთარი ხელწერით. ამ ეტაპზევმუშაობთ კიდევ ერთ, რიგით მეშვიდე პროექტზე, სადაც დაგროვილი გამოცდილებადა თანამედროვე სტანდარტები ერთიანდება. თუმცა, ჩვენი ისტორია აქ არმთავრდებასამომავლო გეგმები კიდევ უფრო მასშტაბურია, რადგან ჩვენი მიზანია, არასდროს შევწყვიტოთ განვითარება.